გამოღვიძება სულის ის მდგომერეობაა, როდესაც ხვდები, რომ ამ სამყაროში იმაზე მეტი ხარ, ვიდრე სხეული, გონება და შენი ეგოა.
გამოღვიძებული სული პოულობს სიმშვიდესა და ჰარმონიას, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სამყაროსთან. ამ მდგომარეობას გადაყავხარ მაღალ ვიბრაციებზე, რაც საშუალებას იძლევა შეიგრძნო ჭეშმარიტი ბედნიერება და იცხოვრო აქ და ახლა.
გამოღვიძებამდე ყველა ინდივიდი გარკვეულ ტრანსფორმაციას გადის. სულის ევოლუცია ინდივიდუალურად და ეტაპობრივად ხდება, სხვადასხავა ცხოვრებისეული განსაცდელებითა და გაკვეთილებით. ეს პროცესი შეუქცევადია და მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სული გრძნობს მზაობას შეიცნოს ჭეშმარიტი ,,მე“ და მისი დანიშნულება ამ სამყაროში.
სამყარო კი, თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რათა დაგანახოს სწორი გზა გამოღვიძებისაკენ...”როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელიც მაშინ ჩნდება".
ახლა, ცოტა რამ ჩემს შესახებ. . .
ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ადამიანებისთვის გარკვეული დახმარების გაწევა შემეძლო, თუმცა იმ პერიოდისთვის , რა თქმა უნდა ვერ ვაცნობიერებდი, რაში მდგომარეობდა ჩემი დანიშნულება. საკმაოდ პატარა ასაკიდან ცხოვრებას აღვიქვამდი გამოცდად და მასში მომხდარ მოვლენებს გაკვეთილებად. ფიზიკა-მათემატიკის დარგში ცოდნის მიღების შემდეგ, სამყაროს შეცნობის დაუოკებელმა ინტერესმა ეზოთერიკასთან მიმიყვანა (ვედური ასტროლოგია, ნუმეროლოგია, კარმოლოგია, სულის მატრიცა. . .).
ყველა კონკრეტული განხრა მაძლევდა გარკვეულ პასუხბს ჩემს კითხვებზე, რის გამოც არასდროს შემიტანია ეჭვი არჩეული გზის სისწორეში.
სულის მატრიცა აღმოჩნდა ის ინსტრუმენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურა ჩემი გადაწყვეტილება. კონსულტაციების ჩატარებისას ვიყენებდი აღნიშნულ მეთოდს, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში პოზიტივი შეიტანა და მათი რეალობა უკეთესობისაკენ შეცვალა. ჩემი აუდიტორია მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა, თუმცა საქართველოში პირველი ვიყავი ვინც მატრიცა გააცნო საზოგადოებას (2017 წლიდან დღემდე). არასდროს მქონია ამბიცია პოპულარულობის და არ ამიკრავს ქოუჩის იარლიყი, რადგან მჯერა, რომ გულით გაკეთებულ საქმეს ცნობადობაზე მეტი-ხალხის მადლიერება მაოქვს!
წლებთან ერთად მიღებულმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა შემექმნა ,,სულის მატრიცის“ სასწავლო კურსი. მატრიცაში ენერგიებთან შეხებამ კვანტურ ფსიქოლოგიამდე მიმიყვანა. სულიერი ფსიქოლოგიისა და კვანტური ფიზიკის გაერთიანებით ჩამოვაყალიბე მასტერ კლასი ,,საკუთრი ცხოვრების არქიტექტორი“. ყოველივე მიზნად ისახავს ადამიანის ცნობიერების გაზრდას შემოქმედის საფეხურამდე. ჭეშმარიტად მჯერა , რომ მე ზუსტად იმ საქმეს ვემსახურები, რაც ჩემმა სულმა ბედისწერად აირჩია...
თეა ზარანდია